მამარდაშვილი “ატლეტიკოს” სურს » სპორტის ხაზი

მამარდაშვილი “ატლეტიკოს” სურს

მამარდაშვილი “ატლეტიკოს” სურს
14-01-2023, 18:48
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და “ვალენსიას” კარის დარაჯი, გიორგი მამარდაშვილი მორიგ კლუბს სურს. ამჯერად, როგორც FootballEspania გვამცნობს, 22 წლის ქართველი მადრიდის “ატლეტიკოს” იან ობლაკის შემცვლელად უნდა.

მადრიდული კლუბისთვის აღნიშნული საქმის მოგვარება მარტივი არ იქნება, ვინაიდან ქართველი მეკარის კონტრაქტში, რომელიც 2027 წლამდეა გათვლილი, გამოსასყიდ თანხად 100 მილიონი ევრო წერია.

გიორგი “ღამურების” კარის დარაჯი უკვე მეორე სეზონია და გულშემატკივართა გული მოიგო. მას კლუბის მთავარი მწვრთნელი, ჯენარო გატუზოც ენდობა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი