VIDEO: "ტექსტის შედგენაში ბებიამისის ქართველი მომვლელი დაეხმარა, მაგრამ ხვიჩამ ვერ შეამჩინა", - რა მოხდა ნაპოლის ბაზაზე » სპორტის ხაზი

VIDEO: "ტექსტის შედგენაში ბებიამისის ქართველი მომვლელი დაეხმარა, მაგრამ ხვიჩამ ვერ შეამჩინა", - რა მოხდა ნაპოლის ბაზაზე

VIDEO: "ტექსტის შედგენაში ბებიამისის ქართველი მომვლელი დაეხმარა, მაგრამ ხვიჩამ ვერ შეამჩინა", - რა მოხდა ნაპოლის ბაზაზე
14-01-2023, 16:32
Aa Aa
გაზიარება:

სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, თუ როგორ სთხოვს ნაპოლის ბაზასთან მყოფი პატარა იტალიელი ბიჭუნა ხვიჩა კვარაცხელიას მაისურს.

აღნიშნულ ფაქტს, სოციალურ ქსელში ჟურნალისტი მერაბ მეტრეველიც გამოეხმაურა:

"აუ, გული დამეწვა.

ეს ნეაპოლელი ბავშვია. დღეს "ნაპოლის" ბაზასთან სპეციალური ბანერით მივიდა, რომელზეც ლათინური ასოებით ქართულად ეწერა: "ხვიჩა, შენ ხარ ძლიერი, ძალიან გთხოვ მომეცი შენი მაისური, შენი ფანი გაბრიელი". ამ ტექსტის შედგენაში ბებიამისის ქართველი მომვლელი დაეხმარა. სამწუხაროდ, ხვიჩამ ვერ შეამჩნია და ატირდა. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხვიჩა ამ ამბავს გაიგებს და აუცილებლად გადასცემს მაისურს
", - წერს მეტრეველი.

იხილეთ ვიდეო: (ამბები ყველასთვის)


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი