"მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ვარ", - მაკედონიელთა მწვრთნელი მარცხის შემდეგ » სპორტის ხაზი

"მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ვარ", - მაკედონიელთა მწვრთნელი მარცხის შემდეგ

"მსაჯების გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ვარ", - მაკედონიელთა მწვრთნელი მარცხის შემდეგ
23-09-2022, 22:47
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია 2:0 დაამარცხა და ჯგუფი ოფიციალურად მოიგო. ამდენად, ერთადერთი საზრუნავი, რომელიც ნაკრებს გააჩნია ისაა, რომ გიბრალტართან სტუმრად მაქსიმალურად დიდი ანგარიშით გაიმარჯვოს, რათა ფლეიოფში მასპინძლობის სტატუსი მოგვენიჭოს.

რასაკვირველია, მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა მეტოქე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ბლაგოი მილევსკიმ:

"წინა ერთა ლიგის ფლეიოფში მაკედონიას მე არ ვწვრთნიდი, ამიტომ ვერ ვხედავ აუცილებლობას, რომ თქვენთან წარსულის შესახებ ვისაუბრო.

საქართველო მაღალი კლასის გუნდია, ამიტომ მათთან თამაშის დროს თავდაჯერებულობა აუცილებელია. ამდენად, არ ვთვლი, რომ მატჩისწინა განცხადებები უადგილო არ იყო.

ჩემი გუნდის ჩატარებული მატჩით კმაყოფილი ვარ, უბრალოდ არ გაგვიმართლა.

რაც შეეხება მსაჯობას, დღეს მათი გადაწყვეტილებებით უკმაყოფილო ვარ, მაგრამ მეტი კონკრეტიკისგან თავს შევიკავებ."


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი