"ნაპოლის" შემტევმა, ხვიჩა კვარაცხელიამ, რომელმაც "იუვენტუსის" წინააღმდეგ კარიერის ერთ-ერთი გამორჩეული მატჩი ჩაატარა, ტურინულ გუნდთან მოგებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა:
"რა ჯადოსნური ღამეა! Forza Napoli Sempre!" – წერს ხვიჩა თავის ინსტაგრამის გვერდზე.
სერია A-ს მე-18 ტურში "ნაპოლიმ" "იუვენტუსს" უმასპინძლა და 5:1 დაამარცხა. შეხვედრაში კვარაცხელიამ გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა მიითვალა. ამასთან მატჩის შემდეგ, ყველაზე მაღალი შეფასება სწორედ ქართველმა მიიღო (9.8)
მიმდინარე სეზონში 21 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე პარტენოპეის მაისურით ჩატარებულ 20 შეხვედრაში 9 გოლი და 13 საგოლე გადაცემაა.
სპალეტის გუნდს 18 ტურის შემდეგ 47 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილს იკავებს.