GOLDEN BOY 2021 - TUTTOSPORT-მა კვარაცხელია სიიდან ამოიღო » SPORTLINE.GE - სპორტის ხაზი

GOLDEN BOY 2021 - TUTTOSPORT-მა კვარაცხელია სიიდან ამოიღო

GOLDEN BOY 2021 - TUTTOSPORT-მა კვარაცხელია სიიდან ამოიღო
16-09-2021, 20:27
Aa Aa
გაზიარება:

იტალიურმა გამოცემა, Tuttosport-მა კვარაცხელია Golden Boy 2021-ის ტიტულისთვის ბრზოლას ჩამოაშორა.

ყაზანის "რუბინის" 20 წლის ქართველი გარემარბი ამჯერად ცუდი შედეგებით გამოირჩა, შეგახსენებთ,თავიდან 105 მონაწილე იყო, შემდეგ 80, მერე 60 და ახლა რაოდენობა 40-მდე უნდა შემცირებულიყო, კვარაცხელია ყოველთვის ხმების დიდ რაოდენობას აგროვებდა და ლიდერთა შორისაც იყო ხოლმე, მაგრამ ის 40 ფეხბურთელში ვეღარ მოხვდა და პრიზის მაძიებელთა მიღმა დარჩა.

ამ ეტაპისთვის ბრძოლას აგრძელებენ: ედუარდო კამავინგა ("რეალი"), ჯუდ ბელინგემი ("დორტმუნდი"), მეისონ გრინვუდი ("მანჩესტერი"), ჯამალ მუსიალა ("ბაიერნი"), პედრი ("ბარსელონა") და კიდევ სხვა 35 ახალგაზრდა ფეხბურთელი.

აღსანიშნავია, რომ  Golden Boy ყოველწლიური ჯილდოა, რომელსაც ტრადიციულად Tuttosport ევროპის მასშტაბით 21 წლამდე საუკეთესო ფეხბურთელს გადასცემს, გამარჯვებული ნოემბერში გაირკვევა, მანამდე კი გეტყვით იმას, რომ შარშან ეს პრიზი დორტმუნდის "ბორუსიას" გოლების მანქანამ, ერლინგ ჰალანდმა, მოიპოვა.

კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი