გურამ კაშია: "მე ვარ დისლექტიკი, მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა" » სპორტის ხაზი

გურამ კაშია: "მე ვარ დისლექტიკი, მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა"

გურამ კაშია: "მე ვარ დისლექტიკი, მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა"
13-01-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრების და 'სლოვანის' ფეხბურთელმა, გურამ კაშიამ europop-თან ინტერვიუში ბავშვობის წლები გაიხსენა და განაცხადა, რომ დიდი ხნის წინ მიხვდა, რომ იგი დისლექტიკი იყო.

"დისლექსია თუ გაგიგიათ? კითხვის პრობლემა ვისაც აქვს, აი, მე ვარ დისლექტიკი. მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა. ყველა მასწავლებელი მაგას მეუბნებოდა. ხმამაღლა კითხვა არ შემიძლია, ასოები მერევა. მთელი ბავშვობა კომპლექსი მქონდა. სანამ ჰოლანდიაში არ წავედი და იქ ინგლისურის სწავლა არ დავიწყე... მასწავლებელმა მითხრა, შვილო, წადი, დისლექსიაზე შეემოწმეო. საერთოდ არ ვიცოდი, ეგ რა სიტყვა იყო. სპეციალური უნივერსიტეტია და იქ ლექციები გავიარე.

საქართველოს მოსახლეობის 14%-ს დისლექსია სჭირს, საქართველოში რამდენი სკოლა იქნება? სპორტსმენი რომ არ ვყოფილიყავი, ახლაც არ მეცოდინებოდა, რომ დისლექტიკი ვარ.


გურამ კაშია: "მე ვარ დისლექტიკი, მთელი ბავშვობა ჩემი თავი შტერი, გაუნათლებელი მეგონა"

კაშიას ინტერვიუ შეგიძლიათ იხილოთ europop-ს იუთუბ არხზე

მთელი ბავშვობა კომპლექსი მქონდა და სპორტსმენი რომ არ ვყოფილიყავი, ახლაც არ მეცოდინებოდა, რომ დისლექტიკი ვარ."

რა არის დისლექცია და როგორ ამოვიცნოთ იგი



დისლექცია არის კითხვის უნარის დაქვეითება, ხოლო ფართო გაგებით — სწავლის უნარის დაქვეითება, რომელიც კითხვის, წერის, ზეპირი მეტყველების პრობლემებით ხასიათდება. ამ პრობლემის მქონე ადამიანები ვერ ახერხებენ დაწერილი სიტყვის აღქმას, თუმცა მოსმენილი სიტყვის აღქმა შეუძლიათ. დისლექსია სწავლის უნარის დაქვეითების ყველაზე გავრცელებული ფორმაა. განასხვავებენ დისლექსიის სხვადასხვა ხარისხს. 2011 წელს დამტკიცდა, რომ დისლექსია საერთო ინტელექტის ინდიკატორს არ წარმოადგენს. ამ ჰიპოთეზის დასადასტურებლად მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერებმა ნეიროფიზიოლოგიური ექსპერიმენტი ჩააატარეს. დისლექსიით დაავადებულ ადამიანს დისლექსიკი ეწოდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი