"ელ კლასიკო" სუპერთასის ფინალში - "ბარსა" "რეალს" შეხვდება » სპორტის ხაზი

"ელ კლასიკო" სუპერთასის ფინალში - "ბარსა" "რეალს" შეხვდება

"ელ კლასიკო" სუპერთასის ფინალში - "ბარსა" "რეალს" შეხვდება
13-01-2023, 12:30
Aa Aa
გაზიარება:


ესპანეთის სუპერ თასზე ორივე ნახევარფინალი დაძაბული გამოდგა. "რეალი"- "ვალენსიას" მსგავსად მეორე მატჩიც დრამატული იყო. "ბარსელონამ“ და "ბეტისმა“ გამარჯვებულის ვინაობა თერმეტმეტრიანებში გაარკვიეს, სადაც უკეთესი ხავის გუნდი აღმოჩნდა.

მატჩის ანგარიში მე-40 წუთზე რობერტ ლევანდოვსკიმ გახსნა, რასაც მეორე ნახევარში ნაბილ ფეკირის საპასუხო ბურთი მოჰყვა.

მატჩი დამატებით დროში გადავიდა, სადაც გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს. 93-ე წუთზე ანსუ ფატიმ, 103-ე წუთზე კი ლორენ მორონმა. პენალტების სერიაში "ბარსამ" 4-2 იმარჯვა. ტერ შტეგენმა 2 დარტყმა მოიგერია.

15 იანვარს, 23:00 საათზე სუპერთასის ფინალში "ელ კლასიკოს" ვიხილავთ "რეალსა" და "ბარსელონას" შორის.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი