"ჩვენი თავების ბოლომდე უნდა გვჯეროდეს" | შენგელია ოლიმპიაკოსთან მატჩამდე » სპორტის ხაზი

"ჩვენი თავების ბოლომდე უნდა გვჯეროდეს" | შენგელია ოლიმპიაკოსთან მატჩამდე

"ჩვენი თავების ბოლომდე უნდა გვჯეროდეს" | შენგელია ოლიმპიაკოსთან მატჩამდე
12-01-2023, 16:48
Aa Aa
გაზიარება:

დღის ბოლოს, 23:30-ზე თორნიკე შენგელია და მისი ვირტუს ბოლონია ოლიმპიაკოსს ევროლიგის ეგიდით დაუპირისპირდებიან.

აღსანიშნავია, რომ ამავე ჩემპიონატში ვირტუს ბოლონიამ და ოლიმპიაკოსმა 2022 წლის 9 დეკემბერს ითამაშეს და იმ შეხვედრაში თოკოს გუნდმა სრული კრახი განიცადა, ბერძნებმა 46 ქულით მოიგეს - 117:71.

სწორედ 9 დეკემბრის მატჩზე საუბრობს საქართველოს ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია, რომელიც თანაგუნდელებს მეტი თავდაჯერებულობისკენ მოუწოდებს:

"კარგად ვიაზრებთ, რომ სერიოზული მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რის გამოც, აუცილებელია, რომ მატჩისთვის დადებითად განვეწყოთ და ჩვენი თავების ვირწმუნოთ. ჩვენი მიზანი გუნდურად თამაში იქნება. ასევე, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, თუ როგორი შედეგით დასრულდა შეხვედრა პირეოსში. ჩვენს გუნდში ყველამ მაქსიმუმი უნდა გააკეთოს, რათა წარმატებას მივაღწიოთ." - თქვა თორნიკე შენგელიამ.

შეგახსენებთ, რომ ვირტუს ბოლონია ევროლიგის მე-13 პოზიციას, ხოლო ოლიმპიაკოსი მე-4 ადგილს იკავებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი