PREVIEW: მამარდაშვილი "რეალის" წინააღმდეგ - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ » სპორტის ხაზი

PREVIEW: მამარდაშვილი "რეალის" წინააღმდეგ - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ

PREVIEW: მამარდაშვილი "რეალის" წინააღმდეგ - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ
11-01-2023, 14:35
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, 11 იანვარს მთელი საქართველოს ყურადღება სპორტული პლატფორმებისკენ იქნება მიმართული, რადგან გიორგი მამარდაშვილის "ვალენსია" ესპანეთის სუპერ თასის ნახევარფინალში მადრიდის "რეალს" დაუპირისპირდება. ჩვენ კი ამ შეხვედრის დაწყებმადე გეტყვით ყველაფერს, რაც მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ.

მადრიდის რეალის სიახლეები



სამეფო კლუბი ნამდვილად არ გამოიყურება დამაჯერებლად, რადგან გუნდმა ბოლო 5 შეხვედრიდან 2 მოიგო, 2 წააგო და 1 ფრედ ითამაშა.

გუნდმა ბოლო შეხვედრა "ვილიარეალთან" წააგო, თუმცა ეს მატჩი კლუბის ისტორიაში კიდევ ერთი მიზეზის გამო ჩაიწერა. სამეფო გუნდმა თამაში ესპანელი ფეხბურთელის გარეშე არსებობის ისტორიაში პირველად დაიწყო.

აღსანიშნავია, რომ გუნდს დღევანდელ შეხვედრაში დავიდ ალაბა ვერ დაეხმარება, რომელიც "ვილიერეალის" წინააღმდეგ დაშავდა, ესპანურ გრანდს საუდის არაბეთში ვერ გაყვა ორელიან ჩუამენი, რომელმაც ვარჯიშზე მცირე დაზიანება მიიღო. განაცხადში ყოფნის მიუხედავად ანჩელოტის ვერ დაეხმარება ოდრიოსოლა და მარიანო დიასიც.

დადებითი ინფორმაცია "ბლანკოსისთვის" ის არის, რომ საწვრთნელ პროცესს დაუბრუნდა დანი კარვახალი, რომელსაც კუნთის პრობლემა ჰქონდა.

PREVIEW: მამარდაშვილი "რეალის" წინააღმდეგ - ყველაფერი, რაც მატჩის წინ უნდა ვიცოდეთ

"რეალის" განაცხადი ესპანეთის სუპერ თასზე


ვალენსიას სიახლეები



შედარებით კარგი მდგომარეობაა "ვალენსიას" ბანაკში. გუნდს მხოლოდ ნიკო გონსალესი ვერ დაეხმარება. "ბარსელონადან" იჯარით დამატებულმა 21 წლის ფეხბურთელმა, ტერფის ძვალზე 5 დღის ქირურგიული ჩარევა წარმატებით გადაიტანა დ ახლა რეაბილიტაციის პროცესს გადის.

ესპანური მედია "კადისთან" მატჩის შემდეგ, "ღამურების" სასტარტო შემადგენლობაში ბევრ ცვლილებას ელის, თუმცა ყველა დარწმუნებულია, რომ დღეს "ვალენსიას" კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს.


გიორგი ამ უმნიშვნელოვანესი შეხვედრისთვის მზად არის


ურთიერთშეხვედრები ესპანეთის თასზე



ესპანეთის სუპერ თასის ისტორიაში ეს გუნდები ერთმანეთს 4-ჯერ დაუპირისპირდნენ. აქედან 3-ჯერ მადრიდის "რეალმა" იმარჯვა - 1947, 2008, 2020 წლებში.

ერთადერთი გამარჯვება აქვს "ვალენსიას" 2008 წელს, როდესაც გუნდმა 3:2 იმარჯვა.


"ღამურებმა" ბოლოს "რეალს" სუპერ თასზე 2008 წელს მოუგეს


გუნდების თავკაცების კომენტარები მატჩამდე



კარლო ანჩელოტი : "ჩვენთვის ყველა ტიტული მნიშვნელოვანია. გასულ წელს სუპერ თასზე გამარჯვებამ დარჩენილ თვეებში მოტივაცია მოგვცა, იმედია, ახლაც ასე იქნება. გუნდის ახლანდელ დონეს რაც შეეხება – ვფიქრობდით, რომ კალენდრის ამ დროს, ამ დონეზე არ ვიქნებოდით, შესაბამისად კარგი შეგრძნება გვაქვს. ჯერჯერობით თავს უხეიროდ ვიცავთ, ამაზე უნდა ვიმუშაოთ.

შესაძლოა მსოფლიო ჩემპიონატმა რამდენიმე ფეხბურთელზე გავლენა მართლაც მოახდინა. ვნახოთ, რა იქნება. გატუზო? – ჩვენ ერთად ბევრი კარგი მოგონება გვაქვს. ჩვენ შორის იყო პირადი პრობლემებიც, თუმცა ახლა ამაზე საუბარი არ მსურს."


ჯენარო გატუზო : "ანჩელოტისთან პირადად განსახილველი არაფერი მაქვს. როდესაც ის ნაპოლის წვრთნიდა, მე მუშაობა დავიწყე, პრესამ – კი საუბარი. მე მას დიდ პატივს ვცემ და ამაზე მეტი არაფერი მაქვს სათქმელი. ეს მხოლოდ პროფესიული პრობლემა იყო. ჩვენ ერთად ბევრი ტიტული მოვიგეთ. ის მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. მე მას დიდ პატივს ვცემ, როგორც ადამიანური ასევე საფეხბურთო თვალსაზრისით.

კარგი დროება ნამდვილად არ გვიდგას, თუმცა ასეთი თამაშები შანსია თავდაჯერების დასაბრუნებლად. დიდებული მენტალობისა და კლასის გუნდს ვეთამაშებით. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს. მატჩს საუკეთესო მზადყოფნაში უნდა შევხვდეთ. კადისთან განცდილი მარცხის შემდეგ, ცხადია კითხვის ნიშნები მაქვს. ტაქტიკურად და ტექნიკურად აუცილებლად უნდა მოვუმატოთ."


სად შეგვიძლია მატჩის ყურება



აღნიშნული შეხვედრის ყურება ქართულ პლატფორმაზე setantasport.com- ზე შეგეძლებათ. ვისაც პაკეტი არ გაქვთ ნაყიდი, შეგიძლია ამ საიტზე (liveball) უყუროთ უცხო ენაზე.

ნებისმიერ გოლის, ან მამარდაშვილის დამაჯერებელი სეივის ხილვა კი ჩვენს გვერდზე - sportline.ge -ზე შეგეძლებათ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.