შუღლი გატუზოსთან | რა დაპირისპირებაზე საუბრობს კარლო ანჩელოტი? » სპორტის ხაზი

შუღლი გატუზოსთან | რა დაპირისპირებაზე საუბრობს კარლო ანჩელოტი?

შუღლი გატუზოსთან | რა დაპირისპირებაზე საუბრობს კარლო ანჩელოტი?
11-01-2023, 22:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ესპანეთის სუპერ თასის 1/2 ფინალში ჯენარო გატუზოს ვალენსია კარლო ანჩელოტის რეალს დაუპირისპირდება.

აღსანიშნავია, რომ ამავე გუნდების თავკაცები ერთმანეთს დიდი ხნის განმავლობაში იცნობენ და ერთმანეთთან დიდი ისტორიაც აკავშირებთ.

სწორედ ამიტომ, მადრიდის რეალის პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებმა კარლო ანჩელოტის კითხვები ჯენარო გატუზოს შესახებაც დაუსვეს, რაზეც იტალიელმა შემდეგი პასუხი გასცა:

"მე და ჯენარომ ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ, მათ შორის ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოვიგეთ. ეს გახლავთ პერიოდი, რომელიც არასდროს დამავიწყდება და მუდმივად მემახსოვრება. მიუხედავად ამისა, ჩვენს ურთიერთობას გარკვეული ლაქებიც აქვს, რაც პირადული ხასიათისაა და მასზე საჯაროდ საუბარს არ ვაპირებ." - თქვა ანჩელოტიმ.

შეგახსენებთ, რომ დღევანდელი დაპირისპირება ჩვენი დროით 23:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი