Televizioni-24-ი იტყობინება, რომ 18 წლის ჩრდილოეთ მაკედონიელი ფეხბურთელი, დაშმირ ელეზი ქუთაისის "ტორპედოში" ითამაშებს. აღნიშნული ინფორმაცია ქუთაისური კლუბის სოციალურ ქსელშიც დადასტურდა.
The Guardian-ის ვერსიით, ელეზი მსოფლიოს 60 ტალანტს შორისაა. მას შეუძლია როგორც ცენტრალურ შემტევად, ასევე ფლანგებზე თამაშიც. ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმება უკვე გაიარა და კლუბთან კონტრაქტსაც მოაწერა ხელი.
შკენდია" შემტევის სანაცვლოდ ქართული გუნდისგან 100 000 ევროს მიიღებს.