VIDEO: FORZA NAPOLI! | მონცას მცველმა ინტერი დაკარგული ქულების შემდეგ გააღიზიანა » სპორტის ხაზი

VIDEO: FORZA NAPOLI! | მონცას მცველმა ინტერი დაკარგული ქულების შემდეგ გააღიზიანა

VIDEO: FORZA NAPOLI! | მონცას მცველმა ინტერი დაკარგული ქულების შემდეგ გააღიზიანა
10-01-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

მას შემდეგ, რაც ინტერმა ნაპოლის დამარცხება შეძლო, "ნერაძურის" გულშემატკივრები სკუდეტოსთვის ბრძოლაში იმედიანად განეწყვნენ.

მიუხედავად 2023 წლის იდეალურად დაწყებისა, სიმონე ინძაგის ბიჭებმა 7 იანვარს მონცას სტუმრად დამარცხება ვერ შეძლეს, დაგეგმილი სამი ქულიდან მხოლოდ ერთი აიღეს და სახლში გაწბილებულები დაბრუნდნენ.

აღსანიშნავია, რომ მატჩის დასრულების შემდეგ, მონცას ფეხბურთელმა, არმანდო იცომ ინსტაგრამზე პირდაპირი ეთერი ჩართო, რომლის დროსაც წამოიყვირა - FORZA NAPOLI! - იხილეთ ვიდეო.

ცხადია, ამ საქციელმა ინტერის გულშემატკივრები ძალიან გააბრაზა, თუმცა, ცნობისთვის, შეგახსენებთ, რომ არამანდო იცო სწორედ ნეაპოლური გუნდის აღზრდილია.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი