თუ მხედველობაში ყოფილი ქართველი ფეხბურთელები გვეყოლება, ალბათ, დღესდღეობით სოციალურ ქსელში ყველაზე მეტად არველაძეები ჩანან.
სწორედ ასე, ინტერნეტში მორიგი, ამჯერად აჩი არველაძის ვიდეო ვრცელდება, სადაც ის ქართული მუსიკის ფონზე მშვენივრად ცეკვავს - იხილეთ ვიდეო.
შეგახსენებთ, რომ აჩი არველაძე ისეთ გუნდებში თამაშობდა, როგორებიც ტრაბზონსპორი და ბრედა და კიოლნი გახლავთ. რაც შეეხება ეროვნულ ნაკრებს, აქ აჩის 1994-2002 წლებში ვხედავდით, რომლის განმავლობაშიც მან 32 მატჩი გამართა და თავი 6 გოლით დაგვამახსოვრა.