"ნაპოლის კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ.." | მასიმილიანო ალეგრი » სპორტის ხაზი

"ნაპოლის კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ.." | მასიმილიანო ალეგრი

"ნაპოლის კარგი გუნდი ჰყავს, მაგრამ.." | მასიმილიანო ალეგრი
10-01-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ნაპოლის მომდევნო შეხვედრა 13 იანვარსაა ჩანიშნული, სადაც ლუჩანო სპალეტის ბიჭები ტურინის იუვენტუსს დაუპირისპირდებიან.

ცხადია, ამავე შეხვედრის გარშემო დიდი ინტრიგა და ინტერესი არსებობს. თითქოს, სეზონის პირველ ნახევარში ნაჩვენები შედეგების გამო, ვერავინ იფიქრებდა, რომ იუვენტუსი სკუდეტოსთვის ბრძოლაში აქტიურად ჩაებმებოდა, თუმცა ალეგრის დაბრუნებამ სიტუაცია რადიკალურად შეცვალა და "ბებერი ქალბატონის" იმედები გამოაცოცხლა.

სწორედ მასიმიალიანო ალეგრის ჰკითხეს მომდევნო შეხვედრის შესახებ, რაზეც იუვეს დამრიგებლისგან შემდეგი პასუხი მივიღეთ:

"ნაპოლი სერია A-ს ლიდერობს, შესაბამისად, ლოგიკურია, რომ ჩვენთან შეხვედრისას ფავორიტები ისინი იქნებიან, მათ ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავთ. მიუხედავად ამისა, ჩვენ ფანტასტიკური სერია გვაქვს და მის შეჩერებას არ ვაპირებთ." - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლისა და იუვენტუსის დაპირისპირება, ამჯერად ნეაპოლში, სტადიო მარადონაზე გაიმართება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი