შერმადინმა იფრინა | გიორგი ესპანეთის ტურის საუკეთესოდ დასახელდა! » სპორტის ხაზი

შერმადინმა იფრინა | გიორგი ესპანეთის ტურის საუკეთესოდ დასახელდა!

შერმადინმა იფრინა | გიორგი ესპანეთის ტურის საუკეთესოდ დასახელდა!
9-01-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-15 ტურის შეხვედრა გიორგი შერმადინის ტენერიფესა და უნიკახას შორის გაიმართა.

აღნიშნული დაპირისპირება ქართველი კალათბურთელის გუნდის გამარჯვებით დასრულდა - 91:84. საგულისხმოა, რომ შერმადინი მატჩში ყველასგან გამორჩეული იყო: ქართველმა ნახევარ საათში 25 ქულა, 7 მოხსნა, 1 დაფარება და 2 შედეგიანი გადაცემა მიითვალა.

ცხადია, მსგავსი შეხვედრის შემდეგ, გიორგი შერმადინი გამოხმაურების გარეშე არ დარჩენილა. სასიხარულოა, რომ ლიგა ენდესას ოფიციალურმა ვებგვერდმა გიორგი შერმადინი ტურის საუკეთესო კალათბურთელად დაასახელა!

შერმადინმა იფრინა | გიორგი ესპანეთის ტურის საუკეთესოდ დასახელდა!

გიორგი შერმადინი ტურის საუკეთესოდ დაასახელეს


შეგახსენებთ, რომ "შერმინატორის" გუნდი ესპანეთის ჩემპიონატის მე-4 ადგილს იკავებს და მომდევნო შეხვედრას 14 იანვარს, ბასკეტ სარაგოსას წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი