"მოდი, ბურთი გამომართვი" | რა უთხრა ელმასმა ოსიმენს პენალტის წინ? » სპორტის ხაზი

"მოდი, ბურთი გამომართვი" | რა უთხრა ელმასმა ოსიმენს პენალტის წინ?

"მოდი, ბურთი გამომართვი" | რა უთხრა ელმასმა ოსიმენს პენალტის წინ?
9-01-2023, 16:00
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 21:00 საათზე იტალიის ჩემპიონატის მე-17 ტური გაიმართა, სადაც სამპდორია და ნაპოლი ერთმანეთს გენუაში დაუპირისპირდნენ.

აღნიშნული მატჩი, შეიძლება ითქვას, რომ ლუჩანო სპალეტის ბიჭებმა წყნარად მოიგეს. პირველ ნახევარში წინ გასვლის შემდეგ, მასპინძლები კაცნაკლულები დარჩნენ და მატჩის დატრიალების ყველანაირი შანსი გადაწურეს. ლოგიკურად, ნაპოლის სადღაც მეორეც უნდა გაეტანა და ასეც მოხდა, შეხვედრის 82-ე წუთზე ელიფ ელმასმა სხვაობა პენალტის ნიშნულიდან ორამდე გაზარდა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა - 0:2.

საინტერესო და გამოსარჩევია ერთი ასპექტი: მაშინ, როდესაც სამპდორიას კარში მეორე პენალტი დაინიშნა, ლუჩანო სპალეტიმ ელმასს უთხრა, რომ თერთმეტმეტრიანი თავადვე შეესრულებინა, თუმცა ელმასმა ბურთი ვიქტორ ოსიმენს მიაწოდა და უთხრა: "მოდი, ოსი, ბურთი გამომართვი, შენ დაარტყი", რაც ნიგერიელმა ფორვარდმა იუარა და გოლის გატანის შესაძლებლობა თანაგუნდელს დაუთმო.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი თავის მომდევნო შეხვედრას ტურინის იუვენტუსის წინააღმდეგ 13 დეკემბერს, 23:45-ზე საშინაო კედლებში გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი