"სამპდორიას" მთავარმა მწვრთნელმა, დეიან სტანკოვიჩმა გუშინდელი შეხვედრის შესახებ ისაუბრა და მათი მეტოქე, "ნაპოლი" შეაქო:
"ნაპოლიმ დაამტკიცა, რომ ტოპ კლუბია. მას ყველა პოზიციაზე რამდენიმე მოთამაშის ალტერნატივა აქვს. მწვრთნელს როტაციის ფუფუნებაც ეძლევა. ვფიქრობ, რომ ისინი იტალიის ჩემპიონატის მოგების მთავარი ფავორიტები არიან. ბრძოლა ბოლომდე გაგრძელდება, რადგან "იუვე," "მილანი" და "ინტერიც" აქვე არიან."
შეგახსენებთ, რომ "პარტენოპეიმ" გენუური კლუბი 2-0 დაამარცხა და იტალიის ჩემპიონატში ლიდერობა გაიმყარა.