"ხვიჩას მოედანზე ბევრი რამის შეცვლა შეუძლია" - ლუჩანო სპალეტის სრული პრესკონფერენცია 'სამპდორიასთან' მატჩამდე » სპორტის ხაზი

"ხვიჩას მოედანზე ბევრი რამის შეცვლა შეუძლია" - ლუჩანო სპალეტის სრული პრესკონფერენცია 'სამპდორიასთან' მატჩამდე

"ხვიჩას მოედანზე ბევრი რამის შეცვლა შეუძლია" - ლუჩანო სპალეტის სრული პრესკონფერენცია 'სამპდორიასთან' მატჩამდე
7-01-2023, 15:42
Aa Aa
გაზიარება:

სერია A-ს მე-17 ტურში 'ნაპოლი' 'სამპდორიას' დაუპირისპირდება და მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე პარტენოპეის თავკაცმა, ლუჩანო სპალეტიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მნიშვნელოვან თემებს შეეხო და ორიოდე რამ ხვიჩა კვარაცხელიაზეც თქვა.

ჯანლუკა ვიალის შესახებ

: "1985/86 წლებში, როდესაც ჯერ კიდევ ფეხბურთელი ვიყავი სამპდორიას დავუპირისპირდით, სადაც იმ დროს გუნდში ჯანლუკა ვიალიც ირიცხებოდა. მახსოვს იყო მომენტი, როდესაც მასთან სირბილში და ფიზიკურ დაპირისპირებაში საკმაოდ დავიჩაგრე, მიწაზე დავეცი და ჯარიმას ვითხოვდი, თუმცა მსაჯმა ჯარიმა არ დააფიქსირა. ამ დროს ვიალი ჩემთან მოვიდა, ხელი გამომიწოდა და წამომაყენა. მისი სიკვდილის შესახებ, რომ შევიტყვე გული დამწყდა, რადგან ვიალი როგორც ფეხბუთელი იყო ქარიზმა, დიდი იდეების წინამორბედი მოედანზე და მოედნის მიღმა."

"ხვიჩას მოედანზე ბევრი რამის შეცვლა შეუძლია" - ლუჩანო სპალეტის სრული პრესკონფერენცია 'სამპდორიასთან' მატჩამდე

სპალეტიმ პრესკონფერენცია წუთიერი დუმილით დაიწყო

ინტერთან მატჩის შემდეგ

: "სან სიროზე დამარცხების შემდეგ, ჩვენ პირველ რიგში გავაანალიზეთ, რომ შეგვეძლო მილანთან 8 ქულიანი უპირატესობა გვქონოდა, ახლა კი მხოლოდ 5 ქულაში ვართ. დამარცხება შეიძლება კარგი იყოს, რადგან ჩვენი შეცდომები ნათლად დავინახეთ და მომავალში ასეთ რამეს არასდროს გავიმეორებთ. ჩვენი მთავარი მიზანი სკუდეტოს მოგებაა, ამიტომ ყველა გუნდთან მოსაგებად გავალთ. ეს ჩვენი მიზანია, რასაც აუცილებლად განვახორციელებთ."

ნაპოლის პირველი მარცხი

: "შემდეგ თამაშში ბევრ რამეს ნახავთ. როცა მარცხდები, ყველაფერს აანალიზებ და შემდეგი გამოწვევისთვის ემზადები. მარცხის შემდეგ, ვარჯიშზე ვნახე სწორი მიდგომები, სერიოზულობა და პროფესიონალიზმი. ეს ყველაფერი მიზნის მისაღწევად გვეხმარება."

ხვიჩა კვარაცხელიაზე

: "მე ვხდები კვარაცხელიას პირველი მცველი. ის არის ისეთი მაღალი ხარისხის ფეხბურთელი, რომელსაც მოედანზე ბევრი რამის შეცვლა შეუძლია. ის წინა შეხვედრაში იყო ფეხბურთელი, რომელიც ცდილობდა თანაგუნდელებისთვის სივრცის გახსნას. მან რამდენჯერმე დაარტყა კარში და პასუხისმგებლობა აიღო საკუთარ თავზე, რაც კარგია, თუმცა არ იყო საკმარისად თავდაჯერებული. შემდეგ თამაშებს თავდაჯერებულად ვითამაშებთ" - განაცხადა იტალიელმა სპეციალისტმა

გეტყვით იმასაც, რომ 'სამპდორია'-'ნაპოლის' შეხვედრა 8 იანვარს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი