როი კინმა დეხეა გააკრიტიკა » სპორტის ხაზი

როი კინმა დეხეა გააკრიტიკა

როი კინმა დეხეა გააკრიტიკა
7-01-2023, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ ინგლისის FA თასის ტურნირის ეგიდით “მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ “ევერტონი” მიიღო და 3-1 დაამარცხა. ის ერთადერთი გოლი “წითელმა ეშმაკებმა” დავიდ დეხეას კურიოზული მომენტის შემდგომ გაუშვეს. ესპანელ მეკარეს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრა, კონორ კოუდიმ კი დამატებით გოლი გაიტანა.

აღნიშნულ ფაქტს კლუბის ლეგენდა და ყოფილი მოთამაშე, როი კინი გამოეხმაურა:

“ეს ამ დონის მეკარისგან შოკისმოკგვრელი შეცდომა იყო. როგორც ჩანს, იგი ნასვამი იყო და ბურთი ფეხებს შორის ამიტომ გაუძვრა, საშინელი მომენტი იყო. დეხეამ არ იცოდა, რა უნდა გაეკეთებინა.”

ესპანელმა მეკარემ “ევერტონთან” შეხვედრაში “მანჩესტერის” ფეხბურთელებიდან ანტონი მარსიალთან ერთად Sofascore-სგან ყველაზე დაბალი შეფასება- 6.2 ქულა მიიღო.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი