"გამომკითხეს ბევრი რამ მის შესახებ" - კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ » სპორტის ხაზი

"გამომკითხეს ბევრი რამ მის შესახებ" - კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ

"გამომკითხეს ბევრი რამ მის შესახებ" - კახა კალაძე ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ
23-09-2022, 11:30
Aa Aa
გაზიარება:

თბილისის მერმა "იმედის" ეთერში ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ვრცლად ისაუბრა:

"ძალიან გახარებული ვარ, რომ საქართველოში კარგი საფეხბურთო სიახლეები გვაქვს. მამარდაშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, სამივე ძალიან ნიჭიერია და მინდა მათ წარმატება ვუსურვო. ხვიჩას რაც შეეხება, ის იტალიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ გუნდშია და მსურს, რომ ერთ დღესაც "ჩემპიონთა ლიგის" გამარჯვებული გახდეს. ნეაპოლში მას ყველაფერს ასწავლიან და განვითარებაში დაეხმარებიან".

"როდესაც ჯენარო გატუზო ნაპოლის წვრთნიდა, მასთან და ტექნიკურ დირექტორთანაც არაერთხელ მისაუბრია ხვიჩას თაობაზე. ისინი კვარაცხელიას აქტიურად აკვირდებოდნენ, თუმცა ჩემი აზრის მოსმენაც სურდათ. გარდა ამისა, მალდინისაც ველაპარაკე, თუმცა "მილანმა" თავი შეიკავა და მათი მესმის, რადგან ამ პოზიციაზე მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო რაფაელ ლეაო ჰყავთ. შემიძლია ვთქვა, რომ კვარაცხელიას ჩემგან ყოველთვის დიდი მხარდაჭერა ჰქონდა".

"სერია ა ურთულესი ჩემპიონატია, გულშემატკივარმა კი ხვიჩა დასაწყისიდანვე შეიყვარა. სპალეტი გამორჩეული მწვრთნელია და ახლა ყველაფერი კვარაცხელიაზეა დამოკიდებული. მჯერა, რომ წარმატებული იქნება" - კახა კალაძე.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი