რონალდუს შემდეგ აზარიც?- “ალ ნასირს” ბელგიელი სურს » სპორტის ხაზი

რონალდუს შემდეგ აზარიც?- “ალ ნასირს” ბელგიელი სურს

რონალდუს შემდეგ აზარიც?- “ალ ნასირს” ბელგიელი სურს
7-01-2023, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

Footmercato-ს ცნობით, მადრიდის “რეალის” შემტევმა, ედენ აზარმა შესაძლოა კარიერა “ალ ნასირში” განაგრძოს.

ამავე წყაროს ინფორმაციით, არაბული გუნდის მთავარი მწვრთნელი, რუდი გარსია აზარს უკვე დაუკავშირდა და მის კლუბში გადასვლა შესთავაზა. ფრანგ სპეციალისტს ედენთან კარგი ურთიერთობა აქვს, ისინი “ლილში” ერთად 4 სეზონის განმავლობაში მუშაობდნენ.

მიმდინარე სეზონში აზარის ანგარიშზე “რეალის” მაისურით ჩატარებულ 7 შეხვედრაში 1 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

“ალ ნასირმა” ცოტა ხნის წნის კრიშტიანუ რონალდუ გაიფორმა. მათ აგრეთვე სერხიო ბუსკეტსის, სერხიო რამოსის, მაურო იკარდისა და ნ’გოლო კანტეს გადაბირება სურთ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი