მომავალ სეზონში, კონრად ლაიმერი ბაიერნის პირველი შენაძენი იქნება. ტრანსფერი ძალიან ახლოს არის დასრულებამდე - სამედიცინო შემოწმება ჯერ კიდევ გასავლელია, მაგრამ შეთანხმება შეიძლება ითქვას 99%-ით მიღწეულია.
გერმანული მედიის ინფორმაციით, გარიგება ამ თვეში დასრულდება. ნაგელსმანს სურდა ლაიმერი, როგორც მისი ახალი "პრესინგზე მოთამაშე მანქანა", თავად ლაიმერს კი ბაიერნში თამაშის დიდი სურვილი აქვს.
ცნობისთვის, 25 წლის ლაიმერი ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია და ამჟამად ლაიპციგის ღირსებას იცავს, რომელთანაც არსებული კონტრაქტი 2023 წლის ზაფხულს ეწურება.