"ჩუამენის გაღიზიანება სწორედ ამიტომ დავიწყე" | ემილიანო მარტინესი » სპორტის ხაზი

"ჩუამენის გაღიზიანება სწორედ ამიტომ დავიწყე" | ემილიანო მარტინესი

"ჩუამენის გაღიზიანება სწორედ ამიტომ დავიწყე" | ემილიანო მარტინესი
7-01-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალში არგენტინამ საფრანგეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და მუნდიალის ტიტულს ისტორიაში მესამედ დაეუფლა.

მიუხედავად ტურნირის ტრიუმფალური დასასრულისა, ბევრი გულშემატკივარი არგენტინელთა მეკარეს, ემილიანო მარტინესს აკრიტიკებდა, რომელიც უხამსი ჟესტებით გამოირჩეოდა.

სწორედ ერთ-ერთი მსგავსი ეპიზოდი გაიხსენა ასტონ ვილას მეკარემ, როდესაც მან ჩუამენის გაღიზიანება პენალტის შესრულების წინ სცადა:

"როდესაც ფინალში პირველი პენალტი მოვიგერიე, ვიცოდი, რომ დარტყმისას ჩუამენი ძალიან ინერვიულებდა. ამიტომ, ვცადე, რომ მასთან მენტალურად მეთამაშა." - თქვა არგენტინის მეკარემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი