საჩუქარი სახელად ლუქსემბურგი - საქართველოს შანსი » სპორტის ხაზი

საჩუქარი სახელად ლუქსემბურგი - საქართველოს შანსი

საჩუქარი სახელად ლუქსემბურგი - საქართველოს შანსი
23-09-2022, 09:37
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, "ერთა ლიგის" C დივიზიონში 4 ჯგუფია, რომელთა პირველადგილოსნებიც ერთმანეთში ფლეიოფებს ითამაშებენ. ის გუნდები, რომლებიც პირველ პოზიციაზე საუკეთესო შედეგებით გავლენ, ნახევარფინალის სახლში ჩატარების უფლებას მიიღებენ. სწორედ ამ თვალსაზრისით, გუშინ ლუქსემბურგის ეროვნული ნაკრები საქართველოს საჩუქრად მოევლინა.

საქმე ისაა, რომ გასულ ღამეს თურქეთმა ლუქსემბურგს უმასპინძლა და ქულებიც დაკარგა (3-3), რაც ჩვენთვის საკმაოდ კარგი ამბავია, რადგან თურქეთის ეროვნული ნაკრები მასპინძლობის სტატუსის ჩვენი ერთ-ერთი მოცილეა.

შეგახსენებთ, რომ თურქეთს 13 ქულა აქვს, ბურთების შეფარდება 17:3-ზე, საქართველო კი 10 ქულით შემოიფარგლება (12:2). შესაბამისად, თუ საქართველო დღეს მოიგებს, მაშინ თურქეთს ქულებით გავუთანაბრდებით, ბოლო ტურში კი ერთ-ერთი ყველაზე სუსტი ნაკრების, გიბრალტარის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რომელთანაც დიდი სხვაობით გამარჯვება ნამდვილად შეგვიძლია.

მოკლედ, შეიძლება ითქვას, რომ ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. თუ საქართველო დარჩენილ ორ ტურში 6 ქულას აიღებს და ორივე შეხვედრაში დამაჯერებლად გაიმარჯვებს, მაშინ შანსი გვექნება, რომ ნახევარფინალი საკუთარ მოედანზე ჩავატაროთ, რაც, რა თქმა უნდა, უდიდესი უპირატესობა იქნება!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი