უნგრული გამოცემა : 'ზივზივაძე გამოჯამრთელდა და მოედანზე მალე ვიხილავთ' » სპორტის ხაზი

უნგრული გამოცემა : 'ზივზივაძე გამოჯამრთელდა და მოედანზე მალე ვიხილავთ'

უნგრული გამოცემა : 'ზივზივაძე გამოჯამრთელდა და მოედანზე მალე ვიხილავთ'
6-01-2023, 15:00
Aa Aa
გაზიარება:

უნგრული გამოცემის, nemzetisport-ის ცნობით, ბუდუ ზივზივაძე, რომელმაც მხარზე ოპერაცია გაიკეთა, მომჯობინდა და მოედანს მალე დაუბრუნდება.

"ბუდუ ზივზივაძის დაბრუნება ახლოვდება. „ფეჰერვარის“ მეორე გუნდში გადაყვანილმა ქართველმა თავდამსხმელმა 6 ნოემბერს მესამე ლიგის გუნდთან, ნადიკანიჟასთან მატჩში მხრის მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა. ზივზივაძემ, შესაძლოა, მალე დაიწყოს ვარჯიში, თუმცა საკითხავია, ფეჰერვარში რამდენ ხანს დარჩება.

ბუდუ ზივზივაძე კლუბის ნებართვით საქართველოში მკურნალობდა, მან რეაბილიტაციის კურსი, ფაქტობრივად, დაასრულა და არსებული ინფორმაციით, იანვარში ფეჰერვარში ვარჯიშზე ჩავა. თუმცა, შესაძლოა, 28 წლის თავდამსხმელი გუნდში დიდი ხანი აღარ დარჩეს."
- წერს უნგრული გამოცემა.

ბუდუ ზივზივაძე გასული წლის გაზაფხულზე 'უიპეშტში' თამაშობდა, სადაც 11 გოლით გუნდის ბომბარდირი გახდა და ჩემპიონატის საუკეთესო მეგოლეებშიც მოხვდა. ბოლო ცნობებით, ქართველ თავდამსხმელს ახლა სწორედ 'უიპეშტში' იწვევენ და იმედია დავიტოვოთ, რომ ქართველი ფეხბურთელი ისევ შეძლებს სასურველი ფორმის აღდგენას.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი