VIDEO: 'ხვიჩას თამაში და მისი წარმატება ჩემი დიდი მოტივატორია' - დავითაშვილის ემოციური პრესკონფერენცია » სპორტის ხაზი

VIDEO: 'ხვიჩას თამაში და მისი წარმატება ჩემი დიდი მოტივატორია' - დავითაშვილის ემოციური პრესკონფერენცია

VIDEO: 'ხვიჩას თამაში და მისი წარმატება ჩემი დიდი მოტივატორია' - დავითაშვილის ემოციური პრესკონფერენცია
5-01-2023, 21:55
Aa Aa
გაზიარება:

7 იანვარს საფრანგეთის თასის 1/32 ფინალში ქართველი ფეხბურთელის, ზურიკო დავითაშვილის 'ბორდო' 'რენს' უმასპინძლებს.

მატჩისწინა პრესკონფერენცი 'ბორდოს' მთავარმა მწვრთნელმა, დავიდ გიონმა სწორედ ქართველ ნახევარმცველთან ერთად ჩაატარა, რომელსაც ჟურნალისტებმა არაერთი საინტერესო შეკითხვა დაუსვეს.

"ფრანგული ჯერ არ მისწავლია, თანაგუნდელებთან ინგლისურად ვკონტაქტობ. ფრანგულ ცხოვრებას ნელნელა ვეგუები და, რა თქმა უნდა, ენასაც ვსწავლობ. სხვა ენაზე საუბარი თანაგუნდელებთან კონტაქტის დამყარებაში ხელს არ მიშლის.

კვარა? ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ. მისი წარმატება დიდი მოტივატორია, რადგან ჩემი ოცნება უმაღლეს დონეზე თამაშია. ყველაფერს ვაკეთებ საამისოდ. სასურველი შედეგის დასაფიქსირებლად ყოველდღე ვვარჯიშობ. კვარას მიღწევები ძალიან მახარებს... მეც ვოცნებობ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშზე. იმედია, ამას ბორდოსთან ერთად მოვახერხებ.

ზოგჯერ აქაურ გარემოსთან ადაბტაციაში ვილი სანიოლიც მეხმარება, ტელეფონით ვესაუბრები ხოლმე. ბორდოში ჩამოსვლისას ვილი ბევრ რამეში დამეხმარა, მომცა საინტერესო რჩევები, როგორ გავშინაურდე ბორდოში.

მე მჯერა ჩემი შესაძლებლოებების, როგორც ფეხბურთელი თამაშიდან თამაშამდე ვუმატებ. როგორც მწვრთნელმა მითხრა, მეტი აგრესიულობა მმართებს, გოლების გასატანად. შემიძლია, კლუბს ლიგა 1-ის საგზურის მოპოვებაში დავეხმარო. ვფიქრობ, წინა მატჩი ბოლომდე არ გამოხატავს ჩემს სათამაშო შესაძლებლობებს, სხვა დონეზე თამაში შემიძლია. ამას მომდევნო მატჩებში უფრო კარგად ნახავთ.

რენს რაც შეეხება, რენის მატჩები ვნახე. ეს გუნდი სავსებით იმსახურებს ლიგა 1-ის სტატუსს. რენი ტექნიკური და სწრაფი გუნდია. ვფიქრობ, ჩვენი გუნდი მზად არის რენთან საბრძოლველად"
. - თქვა ქართველმა ფეხბურთელმა პრესკონფერენციაზე.

გეტყვით, რომ დავითაშვილმა 'ბორდოს' მაისურით ჩატარებულ 9 მატჩში 2 გოლი გაიტანა და 1 საგოლე გადაცემა მიიწერა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი