"ხვიჩა და ზამბო საკმარისად მომაკვდინებლები არ იყვნენ" | ენრიკო ვარიალე » სპორტის ხაზი

"ხვიჩა და ზამბო საკმარისად მომაკვდინებლები არ იყვნენ" | ენრიკო ვარიალე

"ხვიჩა და ზამბო საკმარისად მომაკვდინებლები არ იყვნენ" | ენრიკო ვარიალე
5-01-2023, 13:45
Aa Aa
გაზიარება:

4 იანვარს იტალიის ჩემპიონატი განახლდა და გუნდებმა 2023 წლის სადებიუტო შეხვედრები გამართეს. სწორედ ასე, ინტერმა საკუთარ კედლებში ლუჩანო სპალეტის ნაპოლი მიიღო და მეტოქე მინიმალური სხვაობით, 1:0 ედინ ჯეკოს გოლით დაამარცხა.

აღნიშნულ დაპირისპირებას გამოეხმაურა იტალიელი ჟურნალისტი, ენრიკო ვარიალე, რომელმაც ყველაზე მეტად ხვიჩა კვარაცხელია და ზამბო ანგისა გააკრიტიკა:

"ნაპოლის პირველი მარცხი ინტერის საჩემპიონო სულისკვეთებამ განაპირობა, ჯეკომ ყველაფერი თავისით გადაწყვიტა, ისევე როგორც ანგისამ და კვარამ, რომლებიც არამომაკვდინებლები იყვნენ. ნდომბელესა და რასპადორის ცვლილებები ნაპოლის თამაშზე უკეთესად აისახა, ისინი გათანაბრებასთან მეტად ახლოს იყვნენ, ვიდრე ქართველი და კამერუნელი."

"მატჩის მსგავსი შედეგით დასრულება ბევრს სურდა, თუმცა სხვაობა ისაა, რომ ინტერის მოთამაშეები თავიანთ ბედს მკაცრად აკონტროლებდნენ, რაც ნაპოლის ფეხბურთელებში ვერ დავინახე."
- ენრიკო ვარიალე.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი ამ წაგებით პირველ პოზიციაზე 41 ქულით მაინც რჩება და უახლოეს მდევარ მილანს 5 ქულით უსწრებს. მომდევნო შეხვედრას სპალეტის გუნდი 8 დეკემბერს, სტუმრად სამპდორიას წინააღმდეგ 21:00 საათზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი