'ხვიჩას თამაშის საშუალება არ მისცეს, მას სულ ურტყამდნენ' - იტალიურ მედიაში 'ინტერს' აკრიტიკებენ » სპორტის ხაზი

'ხვიჩას თამაშის საშუალება არ მისცეს, მას სულ ურტყამდნენ' - იტალიურ მედიაში 'ინტერს' აკრიტიკებენ

'ხვიჩას თამაშის საშუალება არ მისცეს, მას სულ ურტყამდნენ' - იტალიურ მედიაში 'ინტერს' აკრიტიკებენ
5-01-2023, 17:30
Aa Aa
გაზიარება:

'ინტერთან' შეხვედრა პირველი იყო სერია A-ს მიმდინარე სეზონში, რომელშიც ლუჩანო სპალეტის 'ნაპოლი' დამარცხდა ანგარიშით (1:0). ნერაძურიმ ამ მოგებით მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა, თუმცა ამ გამარჯვების შემდეგ, იტალიურ მედიაში ნერაძურის მისამართით არაერთი კრიტიკული პოსტი გამოქვეყნდა, სადაც ხაზს ქართველ ფეხბურთეზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე უხეშ თამაშს უსვამდნენ.

Canale 21-ის ჟურნალისტმა უმბერტო კარიელომ მატჩის შემდეგ განაცხადა: "კვარაცხელიას წინააღმდეგ, რომელიც ტრავმის შემდეგ ჯერ სასურველ ფორმაში არ არის, შკრინიარი-დარმიანი-ბარელას სამეული მოქმედებდა. ხვიჩას თამაშის საშუალება არ მისცეს. შკრინიარი მას ფეხებში ჩაქუჩივით ურტყამდა, მაგრამ ერთი ყვითელი ბარათიც არ მიუღია. ინტერის ფეხბურთელმა ერთ ეპიზოდში ქართველს ფეხებში უკნიდან ჩაარტყა, რისთვისაც წითელ ბარათსაც იმსახურებდა, მაგრამ არბიტრმა იგი დაინდო."

'ხვიჩას თამაშის საშუალება არ მისცეს, მას სულ ურტყამდნენ' - იტალიურ მედიაში 'ინტერს' აკრიტიკებენ

ხვიჩა ძალიან მძიმე ტრამვას გადაურჩა

ეს შეხვედრა ცნობილმა გამოცემამ, ilmattino-ც შეაფასა: "კვარაცხელიას, რომელსაც ხშირად ფეხებში ძლიერად ურტყამდნენ, დარმიანისა და შკრინიარის წინააღმდეგ თამაში გაუჭირდა. ზოგიერთ ეპიზოდში არბიტრის მიმტევებლობა გადაჭარბებული ჩანდა."

გეტყვით იმასაც, რომ ეს წაგება ლუჩანო სპალეტის ბიჭებისთვის პირველი იყო სერია A-ს მიმდინარე სეზონში.

პარტენოპეი მომდევნო შეხვედრას 8 იანვარს, 'სამპდორიას' წინააღმდეგ გამართავს და მორიგი სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი