დიდხნიანი საფეხბურთო ბრწყინვალების შემდეგ, კრიშტიანუ რონალდუს ევროპული კარიერა მას შემდეგ დასრულდა, რაც პორტუგალიელმა არაბულ ალ ნასრთან კონტრაქტზე მოაწერა ხელი.
აღსანიშნავია, რომ თამაშის გამოცემის დროს, ანუ ოქტომბერში, კრიშტიანუ რონალდუს რეიტინგი 90 იყო, რაც მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო ფეხბურთელთა მაჩვენებელს შორის შედიოდა.
მიუხედავად ამისა, FIFA-მ კრიშტიანუ რონალდუს ალ ნასრში გადასვლა მწვავე რეაქციით შეაფასა და მოთამაშეს 2 ქულა დააკლო.
ამდენად, 12 წლის შემდეგ პირველად, FIFA-ში პორტუგალიელი ფეხბურთელის სათამაშო რეიტინგი 90 ქულაზე დაბალი იქნება!