"მეტოქის ძალიან მეშინოდა, გიორგი კარში ამიტომ დავაყენე" | ჯენარო გატუზო » სპორტის ხაზი

"მეტოქის ძალიან მეშინოდა, გიორგი კარში ამიტომ დავაყენე" | ჯენარო გატუზო

"მეტოქის ძალიან მეშინოდა, გიორგი კარში ამიტომ დავაყენე" | ჯენარო გატუზო
5-01-2023, 14:40
Aa Aa
გაზიარება:

გუშინ, 22:00 საათზე კოპა დელ რეის 1/16 ფინალი გაიმართა, სადაც გიორგი მამარდაშვილის ვალენსიამ რანგით მესამე დივიზიონის წარმომადგენელი ლა ნუსია გასვლით შეხვედრაში 0:3 დაამარცხა.

ცხადია, ამავე მატჩისთვის ჯენარო გატუზოსგან როტაციას ბევრი გულშემატკივარი ელოდა, მათ შორის მეკარის პოზიციაზეც, თუმცა იტალიელმა სპეციალისტმა პირველ ნომრად კვლავ ქართველი კარის დარაჯი აირჩია, რაც გატუზომ პრესკონფერენციაზე შემდგომ განმარტა:

"ეს გადაწყვეტილება იოლად არ მიმიღია, ამაზე ბევრი ვიფიქრე და შედეგად, იაგო ერერინი განაწყენებული დამრჩა, თუმცა მან უნდა იცოდეს, რომ მისდამი ჩემი დამოკიდებულება პატივისცემითაა გამსჭვალული."

"ლა ნუსიასთან გიორგი მამარდაშვილი იმიტომ დავაყენე, რომ ამ გუნდის, რეალურად ძალიან მეშინოდა. ვწუხვარ იაგოსა და ასევე, კრისტიან რივეროს გამო, რომელსაც ჯერ 1 წუთითაც კი არ უთამაშია."
- თქვა ჯენარო გატუზომ.

შეგახსენებთ, რომ ვალენსია მომდევნო შეხვედრას 7 დეკემბერს, 00:00 საათზე კადიზის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.