"ინტერი მოსაგებად გაიბრძოლებს, მაგრამ საპირისპირო მოხდება" | ენრიკო ფედელე » სპორტის ხაზი

"ინტერი მოსაგებად გაიბრძოლებს, მაგრამ საპირისპირო მოხდება" | ენრიკო ფედელე

"ინტერი მოსაგებად გაიბრძოლებს, მაგრამ საპირისპირო მოხდება" | ენრიკო ფედელე
4-01-2023, 21:30
Aa Aa
გაზიარება:

დღეს, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, იტალიის სერია A განახლდება, სადაც ნაპოლი თავის პირველ მატჩს ინტერის წინააღმდეგ 23:45-ზე, სან სიროს კედლებში გამართავს.

ამავე შეხვედრას ეხმაურება იტალიური პარმას ყოფილი მწვრთნელი და ფაბიო კანავაროს ექს-აგენტი, ენრიკო ფედელე, რომელსაც მიაჩნია, რომ ინტერისთვის არსებული შეზღუდული რეალობა ნაპოლიზე დადებითად იმოქმედებს:

"ვფიქრობ, ინტერთან გასამართი შეხვედრა ნაპოლისთვის ყველაზე მარტივი იქნება, მიზეზი კი შემდეგში მდგომარეობს: ნერაძურის მხოლოდ ერთი შედეგი აწყობს, რისთვისაც ისინი ყველაფერს გააკეთებენ. ნაპოლიმ წინასწარ იცის, რომ ინტერი მოსაგებად გაიბრძოლებს, თუმცა ასეთ დროს, ხშირად ყველაფერი საპირისპიროდ ხდება ხოლმე და მარცხდები."

"ნაპოლიმ მშვიდად უნდა ითამაშოს, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ, წაგების შემთხვევაშიც ტრაგედია არ უნდა შეიქმნას. ნეაპოლელები ყველაზე ძლიერები არიან და დღევანდელ მატჩში ჭკვიანურად უნდა ითამაშონ."
- თქვა ფედელემ.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი