ხავი: “ტრანსფერები არ გვჭირდება” » სპორტის ხაზი

ხავი: “ტრანსფერები არ გვჭირდება”

ხავი: “ტრანსფერები არ გვჭირდება”
4-01-2023, 12:00
Aa Aa
გაზიარება:

ესპანეთის “კოპა დელ რეის” ეგიდით “ბარსელონა” “ინტერსიტის” დაუპირისპირდება. შეხვედრის წინ კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ხავიმ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა:

“კოპა დელ რეის” მოგება ჩვენ მიზნებში შედის. ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ლა ლიგა ყველაზე პრიორიტეტულია, თუმცა ესპანეთის თასიც არ უნდა დავივიწყოთ.

არაუხოს უმაღლესი დონის საფეხბურთო უნარები აქვს. ის სულით ლიდერი და მეომარია. რონალდი ძალიან გვჭირდება და მის მალე დაბრუნებას ვისურვებდი. რაც შეეხება დეპაის, არცერთი ფეხბურთელის წასვლა არ მინდა. მემფისით კმაყოფილი ვარ და ვარჯიშებზე ყველაფერს კარგად ასრულებს. მას ექნება წუთები ისევე, როგორც ყველას.

ვფიქრობ დადებითია, რომ ეს დუელი 2-მატჩიანი არ არის. ასეთ დროს ნებისმიერმა გუნდმა შესაძლოა სასწაული მოახდინოს. დარწმუნებული ვარ, მეტოქე მოედანზე ბოლომდე დაიხარჯება. ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. ახალი ტრანსფერები არ გვჭირდება. ბედნიერები ვართ იმით, ვინც ვართ. მე გამარჯვებული გუნდი მყავს. ისინი ამას ყველა ვარჯიშზე ამტკიცებენ და კმაყოფილი ვარ იმით, რაც მაქვს.“

“ბარსელონასა” და “ინტერსიტის” მატჩი დღეს, 23:55-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი