ინძაგი: “კვარაცხელია პირველია, ვისაც “ინტერი” უნდა უფრთხოდეს” » სპორტის ხაზი

ინძაგი: “კვარაცხელია პირველია, ვისაც “ინტერი” უნდა უფრთხოდეს”

ინძაგი: “კვარაცხელია პირველია, ვისაც “ინტერი” უნდა უფრთხოდეს”
4-01-2023, 11:00
Aa Aa
გაზიარება:

მოგეხსენებათ, რომ დღეს იტალიის სერია A განახლდება და “ნაპოლი” “ინტერს” ესტუმრება. “ნერაძურის” მთავარმა მწვრთნელმა ტრადიციული, მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა და “პარტენოპეისგან” მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრა:

“კვარაცხელია პირველია მათ შორის, ვისაც “ინტერი” უნდა უფრთხოდეს. ცხადია, მნიშვნელოვანი ფიგურაა ოსიმენიც, რომელმაც მილანურ კლუბთან გასულ სეზონშიც ითამაშა და პენალტიც მოიპოვა, თუმცა, მას “ინტერში” უკვე კარგად იცნობენ.

ქართველი ფეხბურთელი კი მაინც ახალი სახეა. მას სერია A-ში არცთუ დიდი დრო აქვს გატარებული, თუმცა, სეზონის პირველ ნაწილში ნაჩვენები თამაშის წყალობით, უკვე მიიპყრო საყოველთაო ყურადღება. სწორედ ამის გამო, დიდი ალბათობით, კლასიკურ სქემას გადავუხვევ და მთავარ აქცენტს მარჯვება ფლანგის გაძლიერებაზე გავაკეთებ, სადაც კვარაცხელიას შესაჩერებლად ერთბაშად სამი ფეხბურთელი მობილიზდება- შკრინიარი, დუმფრისი და ბარელა”.

“ინტერისა” და “ნაპოლის” მატჩი 23:45-ზე დაიწყება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი