ორი ახალი კანდიდატი | ვის მოიაზრებენ ბელგიის ნაკრების მწვრთნელად? » სპორტის ხაზი

ორი ახალი კანდიდატი | ვის მოიაზრებენ ბელგიის ნაკრების მწვრთნელად?

ორი ახალი კანდიდატი | ვის მოიაზრებენ ბელგიის ნაკრების მწვრთნელად?
3-01-2023, 13:00
Aa Aa
გაზიარება:

რობერტო მარტინესი, რომელიც ბელგიას 2022 წლის მუნდიალამდე ედგა სათავეში, საბოლოოდ დიდი ფორუმის შემდეგ, ნაკრებიდან წავიდა და მთავარი მწვრთნელის თანამდებობა განთავისუფლდა.

ამ ყველაფრის შემდეგ, ბელგიელებმა სოციალურ ქსელში გაავრცელეს იმ მოთხოვნათა მთელი წყება, რომლის დაკმაყოფილებაც ახალ მწვრთნელს მოუწევს: აქცენტი ახალგაზრდებზე, ელიტური გამოცდილება, დადებითი ხასიათი გარემოს შესაქმნელად და ასე შემდეგ.

რამდენიმე დღის წინ, Voetbal Primeur-მა დაწერა, რომ ბელგიის ნაკრების გაწვრთნის ორი ახალი კანდიდატი რაფაელ ბენიტესი და ანდრე ვილას-ბოაში არიან. პირველმა მათგანმა ბოლოს ევერტონში იმუშავა, მეორემ კი მარსელში.

გარკვეული წყაროების მიხედვით, საუბარი თომას ტუხელზეც იყო, თუმცა ჯერჯერობით გერმანელ სპეციალისტზე ყველაზე ცოტა იწერება.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი