La Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით,იმ დროს, როცა ხვიჩა კვარაცხელიას ყაზანის “რუბინის” ღირსებას იცავდა, მას “ნაპოლის” გარდა სხვა იტალიური კლუბიც აკვირდებოდა- ეს მილანის “ინტერი” გახლდათ. ქართველის ნერაძურიში გადასვლის წინააღმდეგი, როგორც გაირკვა, შავ-ლურჯების იმდროინდელი მთავარი მწვრთნელი, ანტონიო კონტე ყოფილა.
როგორც წყარო იტყობინება, იტალიელმა სპეციალისტმა ხვიჩას ტრანსფერზე უარი იმიტომ თქვა, რომ ქართველი შემტევი მის ტაქტიკურ სქემას არ შეესაბამებოდა. ნათელია, რომ კონტე 3-5-2 სქემით თამაშობს, რომელშიც გარემარბის ადგილი ფაქტობრივად არ რჩება, შესაბამისად, ამიტომ კონტემ ხვიჩას დამატება იუარა.
საბოლოოდ ხვიჩა კვარაცხელია “ნაპოლიში” აღმოჩნდა, რომელიც 4 იანვარს, სწორედ “ინტერს”დაუპირისპირდება. ახლა მილანელების მწვრთნელი სიმონე ინძაგია, კონტე კი “ტოტენჰემში” მუშაობს.