"ხვიჩა მართლაც ფენომენია, ჩემი შვილი მართალი იყო" | რობერტო მანჩინი » სპორტის ხაზი

"ხვიჩა მართლაც ფენომენია, ჩემი შვილი მართალი იყო" | რობერტო მანჩინი

"ხვიჩა მართლაც ფენომენია, ჩემი შვილი მართალი იყო" | რობერტო მანჩინი
2-01-2023, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

საქართველოს ნაკრებისა და ნაპოლის შემტევზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე იტალიის მთავარმა მწვრთნელმა, რობერტო მანჩინიმ ისაუბრა, რომელმაც ქართველი ფეხბურთელი შეაქო:

"ჩემმა შვილმა ჯერ კიდევ მაშინ მითხრა ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენის შესახებ, როდესაც ქართველი 16 წლის იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან, ვფიქრობ, რომ ჩემი შვილი სრულ სიმართლეს ამბობდა, ხვიჩა ფენომენია. დღეს, მართალია, ფეხბურთში ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ როცა ძლიერი ხარ, ძლიერი ხარ." - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ნაპოლი მომდევნო შეხვედრას 4 იანვარს, ინტერის წინააღმდეგ 23:45-ზე გამართავს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი