იტალიური დაცვა მაგუაერისთვის - კიელინი ინგლისელს სოლიდარობას უცხადებს » სპორტის ხაზი

იტალიური დაცვა მაგუაერისთვის - კიელინი ინგლისელს სოლიდარობას უცხადებს

იტალიური დაცვა მაგუაერისთვის - კიელინი ინგლისელს სოლიდარობას უცხადებს
22-09-2022, 17:00
Aa Aa
გაზიარება:

სოციალური ქსელები და სპორტი ერთი დიდი სფეროა, სადაც გულშემატკივრები მოთამაშეების შეფასებას, იქნება ეს შექება თუ კრიტიკა არასდროს არ წყვეტენ. ამიტომ, დატვირთული დღის ბოლოს, ერთ-ერთ რიგით ქომაგს თუ არ მოეწონა რომელიმე მოთამაშის გამოსვლა, მას თავისუფლად შეუძლია, რომ აღნიშნული ფეხბურთელი კრიტიკის ქარცეცხლში გაატაროს. სწორედ ასე, უკვე რამდენი ხნის განმავლობაში აკრიტიკებენ "მანჩესტერ იუნაიტედის" კაპიტანს, ჰარი მაგუაიერს, რომლის ბოლო დროის სათამაშო ფორმა, რბილად რომ ვთქვათ, "მანჩესტერის" კაპიტნის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს.

სწორედ მსგავსი ტიპის კრიტიკისა და ბრაზის საპირისპიროდ სიტყვით გამოვიდა "იუვენტუსის" ყოფილი მოთამაშე ჯორჯო კიელინი, რომელმაც ჰარი მაგუაერს სოლიდარობა გამოუცხადა:

"მე შეწუხებული ვარ მაგუაიერის სიტუაციის გამო, რადგან ის კარგი მოთამაშეა. ხალხი მისგან ზედმეტად ბევრს ითხოვს. მხოლოდ იმ მიზეზით, რომ მაგუაიერში 80 მილიონი ევრო გადაიხადეს, ის ყველა შეხვედრაში მსოფლიოში საუკეთესო უნდა იყოს? - ეს არასწორია", თქვა ჯორჯო კიელინიმ The Times-ის გამოცემაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი