ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა » სპორტის ხაზი

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა

ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, ვლადიმერ ბარქაია 85 წლის ასაკში გარდაიცვალა
30-12-2022, 18:54
Aa Aa
გაზიარება:

85 წლის ასაკში ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი, ვლადიმერ ბარქაია გარდაიცვალა.

"დინამო თბილისი სამძიმარს უცხადებს ვლადიმერ ბარქაიას ოჯახს, ახლობლებს და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარს.

სიომა ბარქაია 1957-1967 წლებში ასპარეზობდა დინამოში. 297 ჩატარებულ შეხვედრაში ბარქაიამ 108-ჯერ დალაშქრა მეტოქეთა კარი. იყო სსრკ-ს 1964 წლის ჩემპიონი, ორგზის პრიზიორი 1959 და 1962 წლებში. 1964 წელს მეორე ნომრად დაასახელეს საუკეთესო 33 ფეხბურთელში. სსრკ-ს ნაკრებში ჩაატარა 2 მატჩი (დანიის და ბრაზილიის წინააღმდეგ) და გაიტანა 2 გოლი. 1967-1969 წლებში იყო დინამო თბილისის მწვრთნელი.
", - წერია დინამო თბილისის განცხადებაში.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი