ჟორჟინიო ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ხდება? | დეტალები » სპორტის ხაზი

ჟორჟინიო ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ხდება? | დეტალები

ჟორჟინიო ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი ხდება? | დეტალები
30-12-2022, 18:30
Aa Aa
გაზიარება:

ინტერნეტში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იტალიის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის ჩელსის ნახევარმცველ ჟორჟინიოს სურს, რომ ნაპოლიში დაბრუნდეს.

პარალელურად, იტალიელი ფეხბურთელის აგენტმა განაცხადა, რომ ჟორჟინიომ ლონდონელებისგან ახალი შეთავაზება მიიღო, თუმცა, Reppublica-ს ინფორმაციით, ფეხბურთელის ამჟამინდელი პრიორიტეტი ნეაპოლური გუნდი და მისი მაისურის მორგებაა.

გარდა ამისა, საქმეში არის კატალონიის ბარსელონაც, რომელიც ასაკოვანი სერხიო ბუსკეტსის ჩამნაცვლებელს აქტიურად ეძებს, ერთ-ერთი კანდიდატი კი სწორედ ჟორჟინიოა.

შეგახსენებთ, რომ იტალიელი ნახევარმცველი ნაპოლიში 2013-2018 წლებში თამაშობდა, შემდეგ კი ლონდონის ჩელსიში გადაბარგდა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი