2022 წელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გამოდგა ქართველი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიასთვის და მთლიანად ქართული სპორტისთვის, რადგან ამდენი წლის შემდეგ, 21 წლის ბიჭმა ქართული სახელი საზღვრებს გარეთ, კერძოდ კი იტალიის ერთ-ერთ ყველაზე ისტორიულ ქალაქში, ნეაპოლში გაიტანა.
2022 წლის დასაწყისში ხვიჩა ჯერ კიდევ 'რუბინის' რიგებში ირიცხებოდა, თუმცა ერთმა ფაქტორმა მისი საფეხბურთო კარიერა რადიკალურად შეცვალა. რუსეთ-უკრაინის ომი, დინამო 'ბათუმი და დიეგო მარადონას კლუბი 'ნაპოლი'.
ჩვენ კი ამ წლის შეჯამებას გთავაზობთ და მოდით ერთად გავიხსენოთ კვარაცხელიას ყველა (24) გოლი 2022 წელს.
იხილეთ ვიდეო: