ეროვნულ ლიგაში გადმოსულ ქობულეთის შუქურას ფეხბურთელებს კუთვნილი ხელფასები ამ დრომდე არ აუღიათ - ამის შესახებ ინფორმაციას სპორტული გვერიდ "90 წუთი" ავრცელებს, რომელთა განცხადებასაც უცვლელად გთავაზობთ:
"ლიგა 2-დან კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში გადმოსულ ქობულეთის შუქურას ფეხბურთელებს კუთვნილი ხელფასი ამ დრომდე კვლავ არ აუღიათ , არადა, ხვალ 30 დეკემბერია, ახალ წლამდე დღეები რჩება და თითოეული მათგანის მდგომარეობა ხომ წარმოგიდგენიათ...
გასული თვეების მანძილზე, ფეხბურთელებს შუქურაში პირდებოდნენ, რომ რამდენიმე თვის დავალიანებები ჩაირიცხებოდა, თუმცა როგორც გაირკვა, მოლოდინი ფუჭი აღმოჩნდა, ჩაირიცხა მხოლოდ ნაწილი, ისიც ჩვენი გვერდის პოსტისა და ინფორმაციის გავრცელების შემდეგ.
გუნდი ოფიციალურად შეკრებას 10 იანვარს იწყებს. რა ინფორმაციაც ამ მომენტში მე მაქვს, რადგან ხელმძღვანელობის სამწუხაროდ, აღარავის სჯერა, არსებული რეალობის გათალისწინებით, ფეხბურთელები შეკრებაზე მისვლას არ გეგმავენ და სხვა გუნდებიდან შეთავაზებებს ელიან..."