ესპანური გამოცემის, Mundo Deportivo-ს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თუ მიმდინარე სეზონში ჟერარ პიკე მატჩების 35%-ზე მეტში არ მიიღებს მონაწილეობას, მაშინ ესპანელი გუნდს დატოვებს.
იმის ფონზე, რომ "ბარსელონამ" კლემან ლანგლე და სამუელ უმტიტი გუნდიდან გაუშვა, გუნდი აპირებს, რომ სარეზერვოდ თუ სასტარტოდ კიდევ ერთი ცენტრალური მცველი დაიმატოს.
როგორც ჩანს, ჩავიმ არჩევანი "ატლეტიკ ბილბაოს" მცველზე, კერძოდ კი ინიგო მარტინესზე შეაჩერა, რომელიც დიდი ხანია ბასკური გუნდის ძირითადი თერთმეტეულის წევრია და სტანდარტულებზე კარგი თამაშითაც გამოირჩევა.