'მეწყინა, რომ მალევე დაასრულა საფეხბურთო კარიერა' - ხვიჩამ ბავშვობის კუმირი დაასახელა » სპორტის ხაზი

'მეწყინა, რომ მალევე დაასრულა საფეხბურთო კარიერა' - ხვიჩამ ბავშვობის კუმირი დაასახელა

'მეწყინა, რომ მალევე დაასრულა საფეხბურთო კარიერა' - ხვიჩამ  ბავშვობის კუმირი დაასახელა
29-12-2022, 20:00
Aa Aa
გაზიარება:

ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ მისი საყვარელი ფეხბურთელები ბავშვობაში გუტი და კრიშტიანუ რონალდუ იყვნენ.

„საყვარელი ფეხბურთელი? გუტი. მე მას მუდმივად ვადევნებდი თვალს და მისი სტილი ძალიან მომწონდა.

როცა მას ვუყურებდი, ის უბრალოდ საოცარი იყო, მაგრამ კარიერა მალევე დაასრულა. გუტის შემდეგ, ჩემი საყვარელი ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა.

მესისა და რონალდუს შორის არჩევნის გაკეთება რთულია, მაგრამ ჩემი კუმირი კრიშტიანუა.“
- აღნიშნა ქართველმა შემტევმა DAZN-სთან ინტერვიუში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ კვარაცხელიას ანგარიშზე 'ნაპოლის' მაისურით 8 გოლი და 10 საგოლე გადაცემაა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი