მუნდიალის ეფექტი | ჩელსი ენცო ფერნანდესში 100 მილიონზე მეტს იხდის » სპორტის ხაზი

მუნდიალის ეფექტი | ჩელსი ენცო ფერნანდესში 100 მილიონზე მეტს იხდის

მუნდიალის ეფექტი | ჩელსი ენცო ფერნანდესში 100 მილიონზე მეტს იხდის
29-12-2022, 00:00
Aa Aa
გაზიარება:

როგორც იცით, ბოლო პერიოდში ლონდონის ჩელსისა და საფრანგეთის ნაკრების საყრდენს, ნგოლო კანტეს კარიერაში პრობლემები აქვს, რის გამოც ჩელსიმ მის შემცვლელზე ფიქრი დაიწყო.

მსოფლიოს ჩემპიონატის იდეალურად ჩატარების შემდეგ, არგენტინის ნაკრებისა და პორტუგალიური ბენფიკას საყრდენზე, ენცო ფერნანდესზე ნამდვილი ნადირობა დაიწყო.

როგორც Onefootball წერს, არისტოკრატები მზად არიან, რომ არგენტინელ ფეხბურთელში ზამთრის სანტრანსფერო ფანჯრის დროს, 130 მილიონი ევრო გადაიხადონ და ყველა კონკურენტი ჩამოიშორონ.

შეგახსენებთ, რომ ენცო ფერნანდესმა მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატზე მონაწილეობა 7 შეხვედრაში მიიღო, რომლის განმავლობაშიც მან 1 გოლი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი