მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე, ლისაბონის ბენფიკას და არგენტინის ნაკრების შუახაზელმა, ენცო ფერნანდესმა დიდი ყურადღება მიიქცია.
მსურველები 21 წლის მოთამაშეს არც მუნდიალამდე აკლდა, თუმცა, ცხადია კარგი მატჩების შემდეგ, მისი მსურველების რიცხვი გაიზარდა.
პორტუგალიური გამოცემების თანახმად, ბენფიკამ დაასახელა თანხა, რის სანაცვლოდაც მზად არიან ახალგაზრდა ტალანტს მომდევნო ზაფხულშივე შეელიონ - საუბარია 100 მილიონ ევროზე.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფერნანდესის დამატების ყველაზე დიდი სურვილი მადრიდის რეალს, ლივერპულს და კატალონიის ბარსელონას აქვს, თუმცა საქმეში სხვა კლუბებიც არიან ჩართულნი.