შენგელიამ იფრინა | თორნიკე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა! » სპორტის ხაზი

შენგელიამ იფრინა | თორნიკე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა!

შენგელიამ იფრინა | თორნიკე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა!
28-12-2022, 21:00
Aa Aa
გაზიარება:

26 დეკემბერს, იტალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მე-12 ტურის შეხვედრა პესაროსა და ვირტუს ბოლონიას შორის გაიმართა, რომელიც თორნიკე შენგელიას გუნდმა ოვერტაიმში 82:87 მოიგო.

აღსანიშნავია, რომ ვირტუს ბოლონიას შემადგენლობაში ყველაზე მეტი ბურთის ჩაგდება საქართველოს ნაკრების კაპიტანმა შეძლო, რომელმაც 38 წუთში თავი 19 ქულას, 10 მოხსნასა და 4 ასისტს მოუყარა. ლოგიკურია, რომ ქართველის ბრწყინვალე თამაში იტალიის ჩემპიონატის მესვეურებმა გაითვალისწინეს და შენგელია მე-12 ტურის სიმბოლურ გუნდში მოახვედრეს.

ცნობისთვის, ამ მოგებით ვირტუს ბოლონიას 12 შეხვედრაში 11 მოგება და 1 მარცხი დაუგროვდა, რომლითაც შენგელიას გუნდმა პირველი ადგილი კიდევ უფრო გაიმყარა.

შეგახსენებთ, რომ ვირტუს ბოლონია მომდევნო შეხვედრას ევროლიგის ეგიდით, თურქული ფენერბაჰჩეს წინააღმდეგ 30 დეკემბერს გამართავს.

შენგელიამ იფრინა | თორნიკე ტურის სიმბოლურ გუნდში მოხვდა!


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი