გარნაჩო შესაძლოა ლა ლიგაში აღმოჩნდეს » სპორტის ხაზი

გარნაჩო შესაძლოა ლა ლიგაში აღმოჩნდეს

გარნაჩო შესაძლოა ლა ლიგაში აღმოჩნდეს
28-12-2022, 17:10
Aa Aa
გაზიარება:

არგენტინელ თავდამსხმელი, ალეხანდრო გარნაჩო, რომელიც ინგლისის პრემიერ ლიგაში თამაშობს, შესაძლოა ესპანეთის ჩემპიონატში გადავიდეს.

Tyc Sports-ის ცნობით, სამხრეთამერიკელი ფეხბურთელის მომსახურებით მადრიდის "რეალია" დაინტერესებული.

"სამეფო კლუბი" ფეხბურთელის კონტრაქტთან დაკავშირებით სიტუაციას ყურადღებით აკვირდება. ალეხანდროს მოქმედი შრომითი ხელშეკრულება "წითელ ეშმაკებთან" მომავალ ზაფხულს ეწურება.

მიმდინარე სეზონში გარნაჩომ მანჩესტერ "იუნაიტედში" რვა მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი