გერმანულ და ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეალ მადრიდი მიუნხენის ბაიერნის ახალგაზრდა ვარსკვლავის, ალფონსო დევისის ტრანსფერით დაინტერესდა.
როგორც იწერება, სამეფო კლუბს 22 წლის მცველის დამატებაკონტრაქტის დასრულებდე 1 წლით ადრე სურს. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ დევისსა და ბაიერნს შორის არსებულ კონტრაქტს ვადა 2025 წლის 30 ივნისს ეწურება.
სატრანსფერო თანხად 70 მილიონი ევრო სახელდება, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ ბაიერნმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი დათმოს.
ბაიერნში ასეთი პოზიცია აქვთ - ალფონსო დევისი არ იყიდებამ ისევე როგორც ყველა ახალგაზრდა საკვანძო მოთამაშე, კანადელ ფეხბურთელს რეკორდმაისტერი კონტრაქტს 2025 წლის შემდეგაც გაუხანგრძლივებს, რათა მისი დაკარგვის რისკი თავიდან აიცილოს.