"საუკეთესოობისთვის ყველაფერს გავაკეთებ" | DAZN-ის ინტერვიუ ხვიჩასთან » სპორტის ხაზი

"საუკეთესოობისთვის ყველაფერს გავაკეთებ" | DAZN-ის ინტერვიუ ხვიჩასთან

"საუკეთესოობისთვის ყველაფერს გავაკეთებ" | DAZN-ის ინტერვიუ ხვიჩასთან
27-12-2022, 15:27
Aa Aa
გაზიარება:

გლობალურმა სპორტულმა პლატფორმამ, DAZN-მა რამდენიმე დღის წინ, ხვიჩა კვარაცხელიასთან ვრცელი ინტერვიუ დააანონსა, რომელიც დღეს გამოქვეყნდა:

მეტსახელები და ქალაქი ნეაპოლი:

"როდესაც ნაპოლიში თამაში დავიწყე, ხალხმა ბევრი სხვადასხვა მეტსახელი შემარქვა, საიდანაც ჩემი ფავორიტი კვარადონაა. რა თქმა უნდა, როდესაც მარადონას მცირე ნაწილს მაინც გიკავშირებენ, რთულია აღფრთოვანების გარდა, რაიმე სხვა ემოცია გქონდეს. რაც შეეხება ნეაპოლს, ეს ქალაქი ძალიან ლამაზია და ხალხიც შესანიშნავია. ჩემთვის ნეაპოლი სიყვარულს ნიშნავს."

ნაპოლისთან მოლაპარაკებები:

"ეს ყველაფერი, დაახლოებით 2 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. თავიდან, როდესაც ნაპოლის ინტერესის შესახებ გავიგე, ძალიან გამიხარდა და აღფრთოვანებული ვიყავი. მას შემდეგ, ნაპოლის თამაშის ყურება დავიწყე და ჩემთვის ვფიქრობდი, რომ მათთან ადაპტაცია სათამაშო სტილის გამო არ უნდა გამჭირვებოდა."

პროგრესი და ლუჩანო სპალეტი:

"ჯერჯერობით ჩემი საუკეთესო ფორმისგან ძალიან შორს ვარ, თუმცა იმისთვის, რომ საუკეთესო გავხდე ყველაფერს გავაკეთებ. ამ ყველაფერში სპალეტი მეხმარება, ის განსაკუთრებული ადამიანია და ყველასთან კარგი ურთიერთობა აქვს."

სკუდეტოს მოგება:

"ვფიქრობ, ჯერ ამაზე საუბარი ადრეა, რადგან წინ ბევრი თამაშია. ჩვენთვის ყველა თამაში მნიშვნელოვანია და ყველას მოგება უნდა შევძლოთ." - ხვიჩა კვარაცხელია.

შეგახსენებთ, რომ ნაპოლი იტალიის სერია A-ს 4 იანვარს, ინტერთან დაპირისპირებით განაახლებს.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი