ალჯემაინ სტერლინგი წონის ცვლილებას აანონსებს » სპორტის ხაზი

ალჯემაინ სტერლინგი წონის ცვლილებას აანონსებს

ალჯემაინ სტერლინგი წონის ცვლილებას აანონსებს
27-12-2022, 10:56
Aa Aa
გაზიარება:

ალჯემაინ სტერლინგი ქვემსუბუქი კატეგორიის მოქმედი ჩემპიონია. ამასთან ერთად, იამაიკელი სპორტსმენი ქართველი მებრძოლის, მერაბ დვალიშვილის, უახლოესი მეგობარი გახლავთ.

მერაბი წონითი კატეგორიის ჩემპიონობისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ მიიწევს, მაგრამ ორივე სპორტსმენს ნათქვამი აქვს, რომ ქამრისთვის ერთმანეთთან ბრძოლას არ აპირებენ.

სწორედ ამიტომ, სტერლინგმა მერაბისთვის გზის გასახსნელად წონითი კატეგორიის შეცვლა დაანონსა - ამის შესახებ მან ტვიტერზე დაწერა:

"ჰენრი სეხუდოს დამარცხების შემდეგ წონითი კატეგორიის შეცვლას ვაპირებ", - ასე უპასუხა სტერლინგმა გულშემატკივარს, რომელმაც დვალიშვილის ჩემპიონობაზე ჰკითხა.

ამჟამინდელი რეიტინგით დვალიშვილი წონით კატეგორიაში მესამეა.


კომენტარის დამატება
კოდის განახლება
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.


დღის ხაზი